„უკვე ეჭვები მიჩნდება, ხომ არ არის ეს ვიღაცის ინტერესებში შემავალი მკვლელობა და ვიღაცამ ოპოზიციისთვის ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?!“

„უკვე ეჭვები მიჩნდება, ხომ არ არის ეს ვიღაცის ინტერესებში შემავალი მკვლელობა და ვიღაცამ ოპოზიციისთვის ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?!“

„ქართული ოცნების“ შეფასებით რადიკალური ოპოზიცია კვლავ ცდილობს უმძიმესი დანაშაული საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და პოლიტიკურ ქულებში გადაახურდაოს. საქმე 18 სექტემბერს მომხდარ უმძიმეს დანაშაულს ეხება, სადაც საკუთარ ბინაში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. იმის მიუხედავად, რომ ყველა ფაქტის მიხედვით მკვლელობა მეგობარი მამაკაცის მხრიდან, სავარაუდოდ, პირადი მოტივით არის ჩადენილი, ოპოზიცა და მასთან აფილირებული ენჯეო სექტორი, ე.წ. უფლებადამცველები ცდილობენ ფაქტი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ და ხელისუფლების ბრალელულობა გამოკვეთონ.

მათ იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ თითქოს ელგებეტე კანონის მიღების შემდეგ არის მკვლელობა ჩადენილი და სიძულვილის გაღვივებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ასევე მოიგონეს ახალი ამბავი, თითქოს 26 წლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ჯაიანი ხელისუფლების დავალებით რუსთაველის გამზირზე, „გამჭვირვალობის კანონის“ გამპროტესტებელ ახალგაზრდებს სცემდა. „ფორმულას“ ჟურნალისტმა ისიც კი განაცხადა, თითქოს ეს გახდა აბრამიძესა და მის მეგობარ მამაკაცს შორის კონფლიქტის მიზეზი. ამის პარალელურად, მაშინვე საქმეში ნაცრადიკალური ოპოზიციის ლობისტები ჩაერთვნენ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ქართველი ტრანსგენდერის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ვინც სიძულვილს დათესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო.

შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ პარტია „ქართულ კოშმარს“, რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი“, - წერს მიხაილ როთი X-ზე.

სამოქალაქო საზოგადოება კი მომხდარში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ყოფილი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ წლების განმავლობაში ჰომოფობიას სწორედ ქართული ოცნება ახალისებდა და ამ გზით პოლიტიკურ ქულებსაც აგროვებდ.

საიას ხელმძღვანელი ნინო ქურდოვანიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს გააღვივოს სიძლვილი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ამის ყველაზე ნათელ დადასტურებად კი კანონი მოჰყავს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ თითქოს კესარია აბრამიძის მკვლელობა პირველი შემთხვევა არ არის და მანამდე ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთ მოკლეს ან გარდაცვლილი იპოვეს, საქართველოში მომხდარი დანაშაულია.

ლონდა თოლორაიამ კესარიას მკვლელობის გარდა, სხვა ანალოგიური ფაქტებიც თუ იცის, სოციალურ ქსელში გესლის ნთხევას, უმჯობესია პოლიციას მიაწოდოს ინფორმაცია, - ასე ეხმიანება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი თოლორაიას განცხადებას.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული სუბიექტები ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ადამიანის მიმართ უდიდესი ტრაგედია და ბოროტება ჩაიდინეს, ხოლო ამ მძიმე დანაშაულის ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასპექტით და უამრავი მოწმის ჩვენების მიხედვით, კესარია აბრამიძე მისმა პარტნიორმა პირადი მოტივით მოკლა. ე.წ. მესამე სექტორი და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ხელს მმართველი გუნდისკენ იშვერენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. არც გამოძიებას ელოდებიან, არც იმ გარემოებებს ითვალისწინებენ, რომელიც უკვე ღიად ჩანს ამ ორ ადამიანს შორის რა სახის კონფლიქტი არსებობდა. ასე, უაპელაციოდ, რაც პირზე მოადგებათ, საუბრობენ. ეს ადამიანები იმდენად შუბლისძარღვ გაწყვეტილები არიან, რომ ასეთ შემზარავ ამბავს პოლიტიკურ ქულებში ახურდავებენ. ოპოზიციასთან აფილირებული მედია და მისი უნამუსო ჟურნალისტები დგანან და ათას სისულელეს თხზავენ. თითქოს ეს მკვლელი რაიმე სახის კავშირში იყოს მმართველ გუნდთან; ვითომ ვიღაცის დავალებით რუსთაველზე ხალხს სცემდა და ა.შ. ყველანაირ მიზეზს იგონებენ, რათა ეს უმძიმესი ფაქტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. არადა ამას პირველად არ აკეთებენ. გვახსოვს ძალიან ბევრი გახმაურებული მკვლელობა, რომლითაც მანიპულირებდნენ. საწყალ, გაუბედურებულ ოჯახის წევრებს ტყუილებს ეუბნებოდნენ და პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებდნენ. ასე მოხდა ბაჩალეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ხორავას ქუჩის საქმეზე, შაქარაშვილის მკვლელობის ამბის გამოყენებაც სურდათ. რომელი ერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ეს უკვე იმდენად ნაცნობია, რომ მათ ამ საშინელ პროპაგანდას არავინ აღარ იჯერებს. ქადაგიძე ამბობს, რომ მიზანმიმართულად უნერგავენ მოსახლეობას აზრს იმის შესახებ, ვითომ ამ ადამიანის სათანადოდ დასჯა არ მოხდება.

„მე, მაგალითად, მართლა ეჭვები მიჩნდება უკვე, ხომ არ არის ეს კანონის შემდეგ მართლა მიზანმიმართულად, ვიღაცის ინტერესებში შემავალი დანაშაული. ოპოზიციისთვის ვიღაცამ ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?! ძალიან არასანდო და ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, რომლებიც თვალს არაფერზე დაახამხამებენ. ამიტომ ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება და საუბარი იმაზე, რომ ვითომ ვინმე ხელის დაფარებას აპირებს, უნამუსო და სამარცხვინო განცხადებებია“,-ამბობს ქადაგიძე.

trampi მე, მაგალითად, მართლა ეჭვები მიჩნდება უკვე, ხომ არ არის ეს კანონის შემდეგ მართლა მიზანმიმართულად, ვიღაცის ინტერესებში შემავალი დანაშაული. ოპოზიციისთვის ვიღაცამ ნიადაგის მიცემა ხომ არ სცადა?


100%ესე ვფიქრეობ მე.....................................მაყუთია გადახდილი
3 კვირის უკან
ლევკოთეა კრებსითი ნაცები და მათი აქტიური ასოები სვავებივით არიან. ნებისმიერი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.
ეს მკვლელობა არანაირად არ ყოფილა კავშირში პოლიტიკასთან.
კუნთმაგარმა და გონებაჩლუნგმა სუბიექტმა მოკლა ადამიანი, საკუთარი შეფასებით, თავისი მამათმავლობა რომ დაემალა.
მე სოციალურ ქსელებში, ამ მკვლელობაზე მოხითხითე ხალხი მაოცებს. არც-თუ ისე ცოტანი არიან.
3 კვირის უკან