„უცნაური თხოვნა“

„უცნაური თხოვნა“

ერთხელ, კახი კავსაძეს დაურეკა ერთმა ქალბატონმა და თხოვნით მიმართა: ბატონო კახი, მე თქვენ ოცდაათი წლის წინ გაგიცანით, ალბათ, არ გახსოვვართ, მაგრამ მაინც მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთო.

კახი დაიბნა და უთხრა: კი ბატონო, თუ შემიძლია, შეგისრულებთ თხოვნასო.

ქალმა დიდი მორიდებით დაიწყო: ბატონო კახი, თქვენ მიგყავთ გათამაშება, იქნებ ჩამიწყოთ საქმე და მომაგებინოთო. კახიმ გაოცებულმა ჰკითხა: ქალბატონო, რამდენი ანაბარი გაქვთ გახსნილიო. ქალმა უპასუხა: არც ერთიო.

კახი ხუმრობდა, ასეთი რამე მარტო ჩვენს ქალაქში ხდება, რაღა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდი. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: სვანი მივიდა ეკლესიაში, ხატთან სანთელი დაანთო და ღმერთს შესთხოვა, მომაგებინე ლოტოს გათამაშებაშიო. ვერ მოიგო. სიზმარში ღმერთი გამოეცხადა. სვანმა უსაყვედურა: ხომ გთხოვე მოგება ლატარიაში, რა იყო შენთვის ერთი მოგება და რატომ არ მომაგებინეო. ღმერთმა უპასუხა: ბილეთი გეყიდა მერე შე კაი დედმამიშვილოო.