ჩაძინებული „დვა დვაცატიანი კალბასი“

ჩაძინებული „დვა დვაცატიანი კალბასი“

ერთ დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი  გია ფერაძე ადრე დაბრუნდა რეპეტიციიდან და სპექტაკლამდე გადაწყვიტა ცოტა წაეძინა. ასე იშვიათად ხდებოდა, მაგრამ იმ დღეს ეტყობა, ძალიან დაიღალა. მოკლედ, თავი მიდო ბალიშზე და ეგრევე მიიძინა.

არ გასულა ხუთი წუთი და ტელეფონმა დარეკა. აიღო გიამ ყურმილი და ვიღაც ქალის ხმა: ალო, გასტრონომია? არა ბატონო, შეგეშალათო, უთხრა გიამ და დაკიდა ყურმილი.

ჩაიძინა და ისევ რეკავს ტელეფონი, აიღო ყურმილი და ისევ იგივე კითხვა: ალო, გასტრონომია? გიამ მშვიდად უპასუხა: არა, ბატონო, გასტრონომი არ არის, შეგეშალათო. დაკიდა თუ არა ყურმილი, ისევ გაისმა ზარი და იგივე ხმამ იკითხა, გასტრონომიაო.

აი, აქ კი აასხა გიას სისხლმა კისერში და ხმამაღლა უთხრა, ჰო, გასტრონომიაო. იმანაც გაკვირვებულმა ჰკითხა, შენ რომელი ხარო. გიამ უყვირა, „კალბასი ვარ დვა დვაცატიანი“, შენი დედა ვატირე, დამაძინე, ადამიანი არ ხარო და დაახეთქა ყურმილი. კარგა ხანს მსახიობის სახლში ტელეფონს აღარ დაურეკავს.