ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი ერთდროულად ექვს წიგნზე მუშაობს. სწორედ ამ რაოდენობის წიგნის შექმნას ითვალისწინებს კონტრაქტი, რომელიც მუსიკოსმა გამოცემა Simon & Schuster-სთან გააფორმა.
ორი წიგნი დილანის „ქრონიკების“ პირველი წიგნის გაგრძელება იქნება, რომელიც ბესტსელერად იქცა. კიდევ ერთ წიგნი ტოკ-შოუ Theme Time Radio Hour-ის საფუძველზე იქნება შექმნილი, რომელიც მუსიკოსს ერთ-ერთ რადიოარხზე მიყავდა.
რას მიეძღვნება სამი დარჩენილი ნაწარმოები, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება კონტრაქტის ღირებულებას, Rolling Stone-ის ინფორმაციით, საუბარია რვანიშნა თანხაზე.
ბობ დილანის ავტობიოგრაფიული წიგნი „ქრონიკები“ 2004 წლის ოქტომბერში გამოვიდა და 19 კვირის განმავლობაში The New York Times-ის ბესტსელერებს შორის იყო. წიგნი ძალიან თბილად მიიღო მკითხველმა და კრიტიკამაც.