სანელებლების სამკურნალო თვისებები

სანელებლების სამკურნალო თვისებები

სანელებლები აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. უკლებლივ ყველა სანელებელი ანტიოქსიდანტია, ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და საღი აზროვნება და თითოეულს თავისი "სპეციალიზაცია" აქვს, მაგალითად:

კოჭა (ჯანჯაფილი) აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, მატებს მადას. ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნებისას, მიიღეთ კოჭას ჩაი: 1 ჩ/კ  დაქუცმაცებულ კოჭას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 40 წუთი, გაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით.

მიხაკი გვიცავს გაცივებისგან, შველის კბილის ტკივილს, მისი არომატი ხელს უწყობს ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს მეხსიერებასაც.

დარიჩინს იყენებენ როგორც მატონიზებელ, მასტიმულირებელ და ანტისეპტიკურ საშუალებას. სასარგებლოა გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების, კბილისა და კუნთების ტკივილის, ნერვული აშლილობისა და დეპრესიის, თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალის დროს.

ცოტა დარიჩინის ყოველდღე გამოყენება ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დაბალანსებას.