გოგა ხაინდრავა: ანონიმური წყარო FBI-დან გვატყობინებს - აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გასტანს ზუსტ გასროლამდე! ოლიმპიური სისტემით განსაზღვრულია სამი ცდა, წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პრეზიდენტად გამოცხადდება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ში გუშინ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ანონიმური წყარო FBI-დან გვატყობინებს: აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გასტანს ზუსტ გასროლამდე!

ოლიმპიური სისტემით განსაზღვრულია სამი ცდა! წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პრეზიდენტად გამოცხადდება!

ჯ. ბაიდენი, კ. ჰარისი და ჯ. შუმერი მომხდარზე წუხილს გამოთქვამენ, უკეთესის იმედით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

ამერიკელი სამართალდამცველების ცნობით, ტრამპის გოლფის კლუბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.