რომან გოცირიძე - ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა

რომან გოცირიძე - ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, „ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი გაამართლა და საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა“.

„ეს ნიშნავდა არა ბოდიშს აფხაზებისა და ოსების მიმართ, არამედ ბოდიშს აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის წინაშე. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა პუტინს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების ღალატი. ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას როცა აკეთებს და ამას მთელი საერთაშორისო საზოგადოება ისმენს, შეგვიძლია, ეს განცხადება რუსეთის სასარგებლოდ შეგნებულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. კერძოდ, იმ პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებს. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკა და დასავლეთი ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ამით მან ბოდიში მოუხადა პუტინს. თურმე ბოროტი, გლობალური ომის პარტიის, დასავლეთის წაქეზებით საქართველომ საომარი მოქმედება წამოიწყო და ამით ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება დამნაშავედ ცნო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Gami ვერ დაკრუხდა ეს ქათამი.
2 თვის უკან
მერაბ.g შე ფუნქციადაკარგულო ღლევ, ივანიშვილმა თქვა ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ (ბოდიში თავისთავად იქნება ორმხრივი) იმ ოსებს "რომლებიც ცეცხლის ალში გაახვია ნაცმოძრაობამ" სააკაშვილმა რომ დაიწყო საბრძოლო მოქმედება ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით, ამას მარტო ტალიავინის დასკვნა კი არ ადასტურებს, არამედ თვითონ მფორთხავის ჩვენება საპარლამენტო კომისიაზე, გენერლების ყურაშვილის და გოგავას განცხადებები, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლითაც ომი ქართველებმა დავიწყეთ და რასაც მეცოცხეებმა ხელი მოაწერეს ... ცოტაა? რად გვინდა რამე, ხომ გვახსოვს, როგორ გამოვიდა 8 აგვისტოს სააკაშვილი ფოხით ხელში და რუკაზე გვანახებდა, თუ რომელი სოფლები დაიკავა!
და რა შუაშია აქ რუსი? ან ოსი ბოევიკები? მათ მიმართ ბოდიში ვინ ახსენა?
2 თვის უკან