ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონია გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორი იაპონური სერიალი „სეგუნი“ გახდა, რომელმაც პირველი სეზონისთვის 18 ჯილდო მიიღო, მათ შორის კატეგორიებში „საუკეთესო დრამატული სერიალი“, „საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში“, „საუკეთესო რეჟისურა“.
საუკეთესო კომედიურ სერიალად „ხრიკები“ დასახელდა. „ირმის ნუკრი“ კი საუკეთესო მინი-სერიალად აღიარეს. საუკეთესო ანიმაციური სერიალის ტიტულს „ცისფერთვალება სამურაი“ დაეუფლა.