პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას ნაძალადევის რაიონში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას ნაძალადევის რაიონში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"  ნაძალადევის რაიონის დელეგატი  ირაკლი ხელაძე, ჯიხაიშის, იმერეთის, მ. ნოზაძის ( ყოფილი ცინცაძის)  ქუჩებისა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ  N3-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ნაძალადევის რაიონში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი - ირაკლი ანდღულაძე.

თომა ვერ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ასე ამ ხელაძის საქმე! მარტო ლოტკინის და ზღვის უბნის მდგომარეობაც კმარა ამ არსების შესაფასებლად, ყველაზე მოუვლელი უბნები თბილისიში, ამის შემხვედარე სულ ვფიქრობ ღირს კი ქოცებისთვის ხმის მიცემა?! მთელს ნაძალადევში ერთადერთ ხევი კეთდება (ზღვის უბანში) და მეტი არაფერი, დანგრეული გზები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგვიანებით გატანა, გაბალახებული სკვერები და რავიცი კიდევ რამდენი პრობლემა, გარეუბნებიდან შეხვდა ვარკეთილს, გლდანს და მარტივად ხვდები რომელი უბნის დეპუტატი და გამგეობა ქოცებიდან რის მაქნისია. სირცხვილი!
2 თვის უკან