რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, მას შემდეგ რაც მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც გაზეთი Berlingske წერს, 68 წლის დანიელი რეჟისორის სურათის სამუშაო სახელწოდებაა „შემდეგ“. ფონ ტრიერი ასევე სცენარისტის ფუნქციებსაც შეითავსებს.
ამ დროისთვის ტრიერის ბოლო ფილმი - „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“ 2018 წელს გამოვიდა.
ფონ ტრიერს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 2022 წელს დაუსვეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი კარგ განწყობაზეა და დაავადების სიმპტომებს მკურნალობს.