უნგრეთის მთავრობა მზად არის, სარჩელი შეიტანოს ევროკომისიის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის სამართლებრივი ბრძოლა ეხება უზარმაზარ ჯარიმას, რომელიც უნგრეთს დაეკისრა თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის კანონების დარღვევისთვის.
2024 წლის ივნისში ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა თავშესაფრის მაძიებლების უკანონო დაკავებისა და მათი დეპორტაციის გამო.
სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა ჩაიდინა ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებით სერიოზული დარღვევა.