„მავნე დელიკატესების“ რეიტინგი

„მავნე დელიკატესების“ რეიტინგი

ის, რაც ძალიან გემრიელია, თითქმის ყოველთვის არის მავნებელი და სრულიად უსარგებლოც.

პოპულარული მავნე პროდუქტების რეიტინგს „ჩიფსი“ ლიდერობს. ეს „ნუგბარი“ დღის სინათლეს 1853 წელს მოევლინა, ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ სარატოგ სპრინგსის კაფე „მენ ლაიქ ჰაუზში“.

ჩიფსი მომაკვდინებლად კალორიულია. 100 გრამი 500 კალორიას შეიცავს. ის სავსეა მარილით, საკვები დანამატებით და თავისუფალი რადიკალებით, რომლებსაც ახასიათებს ცოცხალი უჯრედის შთანთქმის უნარი.

რეიტინგით მეორეა „ჰოთ-დოგი“, რომელსაც თავიდან მხოლოდ შუა საუკუნეების ფრანკფურტის ქუჩებში მიირთმევდნენ. აშშ-ში მისი დამზადების რეცეპტი ემიგრანტმა გერმანელებმა ჩაიტანეს.

მავნე რეიტინგის მესამე ადგილზე ჰამბურგერია. მისი დაბადების თარიღად 1889 წლის 5 იანვარია მიჩნეული. რასაკვირველია ეს „კერძიც“ აშშ-ში დაიბადა. 1904 წელს, გერმანელმა ემიგრანტებმა მისი რეცეპტი დახვეწეს. ხორცის ნაჭერი გაჭრილ ფუნთუშაში მოათავსეს და ყველით, სალათის ფოთლებითა და პომიდვრით გააკეთილშობილეს.

არანაკლებ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს გაზიანი, ტკბილი წყალი. ის მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკელებმა გამოიგონეს. სამწუხაროდ ეს სასმელი ხელს უწყობს კარიესის გაჩენას და გამოდევნის კალცს ძვლებიდან.

საღეჭი რეზინი. ის მთლიანად ხელოვნური ბოჭკოსგან მზადდება და შეუძლებელია, ვინმესთვის სასარგებლო იყოს. მის შემადგენლობაშია სინთეტიკური არომატიზატორები, საღებავები და ხელოვნური სახარინები.