ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Deutsche Welle სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე რაკეტამ 360 კილომეტრი დაფარა და ზღვაში ჩავარდა.
სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ბირთვულ საკითხებში ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვება სატელეფონო საუბრისას დაგმეს.
სეულმა, ტოკიომ და ვაშინგტონმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისთვის კორეის ნახევარკუნძულისთვის.
სააგენტო Yonhap-ი კი აღნიშნავს, რომ რაკეტების გაშვება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებზე პასუხი იყო.