მუსიკოსმა დეივ გროლმა გაამხილა, რომ ცოლს უღალატა და სხვა ქალთან ქალიშვილი ჰყავს.
ჯგუფ Foo Fighters-ის ლიდერს Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბავშვის დედაზე არაფერი დაუწერია, თუმცა აღნიშნა, რომ აპირებს თავისი ახალი ქალიშვილისთვის მოსიყვარულე და მზრუნველი მამა იყოს.
ამასთან, 55 წლის მუსიკოსმა აღნიშნა, რომ უყვარს თავისი ოჯახი და ყველაფერს აკეთებს „მათი ნდობისა და პატიების დასამსახურებლად“.
დეივ გროლი, რომელიც ადრე ლეგენდარული Nirvana-ს დრამერი იყო, 2003 წელს ჯორდინ ბლუმზე დაქორწინდა. წყვილს 3 ქალიშვილი ჰყავს (18, 15 და 10 წლის). მუსიკოსისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლე მას ღალატის გამო დაშორდა.