ლეონარდო დი კაპრიო ასაკით ახალგაზრდა კაცია და ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობითაც უნდა სარგებლობდეს.
სამწუხაროდ, “ტიტანიკის” გმირი შობას ვერ იტანს და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ღრმა დეპრესიაში ვარდება.
თურმე თექვსმეტი წლის ასაკში, საახალწლოდ გერმანიაში, ბებია-ბაბუასთან გაემგზავრა.
ღამის თორმეტ საათზე ასაკოვნებმა ლოგინს მიაშურეს, ეულად დარჩენილი ლეონარდო კი სახლში ჩაკეტეს და თანატოლებთან გასართობად არ გაუშვეს.
მომავალი მსახიობი შობას მარტო შეხვდა და ამ დღის შემდეგ ამ დღესასწაულს დღემდე ვერ იტანს.