დევიდ ბექჰემის შვილი საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მოდელი ხდება

დევიდ ბექჰემის შვილი საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მოდელი ხდება

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 22 წლის შვილი, რომეო ბექჰემი, საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მთელ დროს სამოდელო ინდუსტრიაში მუშაობას დაუთმობს.

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის შვილმა მამის მიერ გაკვალული გზა გააგრძელა და ინგლისურ საფეხბურთო კლუბ ბრენტფორდში თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენტფორდმა სეზონის დაწყების წინ ბექჰემს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა არცერთ სხვა კლუბთან არ აწარმოებდა ტრანსფერზე მოლაპარაკებას.

როგორც გაირკვა, რომეო ბექჰემი პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას სრულიად წყვეტს. მან პარიზულ სამოდელო სააგენტოსთან Safe Management გააფორმა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ფეხბურთის მოედნის ნაცვლად ჟურნალებსა და რეკლამებში ვიხილავთ.

ბექჰემთან დაახლოებული პირების თქმით, მოდა უკვე დიდი ხანია, რაც მისი გატაცებაა და ეს ზუსტად ის საქმიანობაა, რასაც ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი წყვილის შვილი ყველაზე დიდი სიყვარულით ეწევა.