ელტონ ჯონმა ცალ თვალში მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა

ელტონ ჯონმა ცალ თვალში მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თვალის ინფექციის შედეგად მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.

77 წლის მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ინფექციაზე კვლავ მკურნალობს და მის სრულ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება. "ზაფხულის განმავლობაში რთულ ინფექციას ვუმკლავდებოდი, რომელმაც, სამწუხაროდ, ცალ თვალში შეზღუდული ხედვა დამიტოვა. ნელ-ნელა ვუმჯობესდები, მაგრამ ეს ძალიან ნელი პროცესია და დაზიანებული თვალის განკურნებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ჩემი ექიმებისა და ექთნების საოცარი გუნდისა და ოჯახის მადლიერი ვარ, რომლებიც უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიფრთხილდებოდნენ და მივლიდნენ" — ვკითხულობთ მისი ინსტაგრამის პოსტში.

"ზაფხული ჩუმად, სახლში გავატარე და გაუმჯობესების გზაზე გავლილი პროგრესით ვამაყობ. სიყვარულითა და მადლიერებით, ელტონი" — მიმართა მომღერალმა ერთგულ ფანებს.