ბრედ პიტი მეგობარ გოგონასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

ბრედ პიტი მეგობარ გოგონასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

ბრედ პიტი მეგობარ გოგონასთან, ინეს დე რამონთან ერთად ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

წყვილის ერთად ყოფნის შესახებ ინფორმაცია პირველად 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა. თუმცა, ეს მათთვის წითელ ხალიჩაზე პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო.

60 წლის პიტი და 34 წლის დე რამონი წითელ ხალიჩაზე საზოგადოებამ ჯორჯ და ამალ კლუნებთან ერთად იხილა. ისინი ფილმ „მგლების“ პრემიერაზე იმყოფებოდნენ.