ამბობენ რისკი ყოველთვის გამართლებული არ არისო და დრიუ ბერიმორის მაგალითზე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით.
ბერიმორს მანქანის ტარება ახალი ნასწავლი ჰქონდა და უახლოესი მარკის „ფორდიც“ სულ რამდენიმე დღის გამოყვანილი ჰყავდა.
საახალწლოდ, ახლობლების მონახულებაც საკუთარი მანქანით მოინდომა და ძალიანაც შეცდა.
ლოს-ანჯელესისაკენ მიმავალი გზა მოყინული დაუხვდა და ახლად გამოჩეკილ მძღოლსაც ფრიადაც რომ გაუჭირდა.
„ფორდი“ კუს ნაბიჯებით მიჰყავდა და ღამის 12 საათსაც, სადღაც ქალაქის გარეუბანში შეხვდა.
მთელ ამ ისტორიაში დადებითი ის იყო, რომ კინომსახიობი არ დაბნეულა, სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, საჩუქრად წაღებული შამპანური გახსნა, თავის თავს ახალი წლის დადგომა მიულოცა და შემდეგ კვლავ ნელი სვლით, დანიშნულების ადგილასაკენ სვლა განაგრძო.