რუსებს ჩვენთვის ხეირი არასოდეს დაუყრიათ და გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ.
მსახიობი იური ვასაძე ფილმის “ნეილონის ნაძვის ხე” გადაღების მიმდინარეობას დღემდე ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.
თურმე მაშინ ისეთი ამბები დატრიალებულა, რომ მსახიობების ჯანმრთელობას დიდი საფრთხე დაემუქრა.
“მხატვრულ სურათს “ნეილონის ნაძვის ხე” ვიღებთ. სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით.
ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო “გრუზავიკი”, ბოლი – ნისლისთვის.
რუსი რა ხეირს დაგაყრიდა - გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი მოიწამლა ამ ბოლით და ორი თვე იწვა. რამდენიმე მსახიობი დღესაც ახველებს იმ მიზეზით”.