1858 წლის დასასრულს დიუმა საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ახალ წელს ჩვენს ქვეყანაში შეხვდა.
თბილისში ჩამოსული მწერალი საფრანგეთის კონსული ფინოს დახმარებით დაბინავდა მაშინდელ ერევნის მოედანზე, ივანე ზუბალაშვილის სახლში.
თბილისის საზოგადოებას მისთვის რამდენიმე სადილი გაუმართავს. „სამი მუშკეტერის“ ავტორს საკმაოდ ბევრი ღვინო დაულევია. ამის დამადასტურებლად წერილობითი მოწმობაც კი მიუციათ.
ივანე კერესელიძეს („ცისკრის“ მაშინდელ რედაქტორს) მოწმობაში შემდეგი წარწერა გაუკეთებია: „ბატონმა ალექსანდრე დიუმამ მოინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია, სადაც მისთვის გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა“.