ირაკლი კობახიძე: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ეს არის ერთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს

ირაკლი კობახიძე: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ეს არის ერთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს

სუბიექტების მრავალრიცხოვნება არ გვაქვს. არის თავად „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის რამდენიმე პარტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - „კონკრეტულად ვინ მოიაზრება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში?“

„იცით, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ ლიდერს აქვს წარსული დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა ამ პოლიტიკოსს აწმყოც „ნაცმოძრაობასთან“ აქვს დაკავშირებული. მოგეხსენებათ ასევე, რომ არის ასეთი გაერთიანება „ლელო“, რომლის პოლიტიკური ლიდერებიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბიზნესის რეკეტში იყვნენ ჩართული. პირდაპირ, ღამე ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით. გახარია, რომელსაც კოალიცია აქვს შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მერაბ.g ვიმეორებ: თუ ნაცი და გასასამართლებელია გახარია იმიტომ, რომ "4 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაცებთან კოალიცია აქვთ" რატომ არაა ნაცი და გასასამართლებელი ოცნება, რომელმაც იმ დასახელებული ოთხიდან ერთში რუსთავში ნაცებთან ერთად გადააყენა გახარიელი თავ-რე და ქოცების მხარდაჭერით (სხვანაირად ხმები არ ეყოფოდა) თავმჯდომარე გახდა ნაცი!!! თუ უნდა გასამართლდეს გახარია ნაცებისთვის ალიანსისთვის, რატომ არ უნდა გასამართლდეს ოცნება რუსთავის საკრებულოში ნაცების გვერდით დგომისათვის??? (იმიტომ ხომ არა რომ ნაც-ქოცურ ალიანსს რუსთავში ასაზრდოებს საერთო ბიზნესპროე1ქტი, კერძოდ მშენებლობა და კოეფიციენტების შეცვლა!!!)
და თუ ამას დაემატება ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ ქოცებმა იუსტიციის საბჭოს 3 წევრი ნაცების 4 ზმის დახნარებით გაიყვანა, რა გამოდის? ჩვენ გვაყრიან ნაცარს თვალებში და ისე ნაც-ქოცი მშვენივრად ჟღურტულებს კულისებში!
3 თვის უკან