გუშინ, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული რომანის“ ფიროსმანი ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე წიგნის შესახებ ისაუბრა მისმა ავტორმა მამია ჩორგოლაშვილმა. მისი თქმით, იგი დიდიხანი მუშაობდა ამ პროექტზე, მოიძია ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაამუშავა და წიგნად გამოსცა.
წიგნში პირველად არის მოცემული ნიკო ფიროსმანის შესახებ საარქივო დოკუმენტების ნაწილი. ასევე შესულია შესულია ლადო გუდიაშვილის ფოტოალბომი, თუ როგორ ხატავდა იგი ფიროსმანს; ფიროსმანისადმი მიძღვნილი ნოტები, ლექსები და ფიროსმანის მიერ შესრულებული ნახატების ფოტოები.
აღნიშნული ბიოგრაფიული რომანი გამომცემლობა “შემეცნებამ“ იანვრის თვეში გამოსცა. გამომცემლობის დირექტორის, ლია შალვაშვილის თქმით, რედაქცია აღნიშნულ წიგნზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა და აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის მთლიანი ვერსია ელენე ფაღავამ თარგმნა ინგლისურ ენაზე.