ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება მუდმივი მუხრუჭის პირობებში ცხოვრობდეს ქვეყანა

ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება მუდმივი მუხრუჭის პირობებში ცხოვრობდეს ქვეყანა

ქვეყანა ასეც და ისეც განაგრძობს განვითარებას, მაგრამ იმისთვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება, მუდმივი მუხრუჭის პირობებში და მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობდეს ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყანას განვითარების პრობლემა ექმნება, როდესაც ჰყავს არაჯანსაღი ოპოზიცია.

„პირველ რიგში „ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება ჩვენი ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს. სწორედ მომავლისთვის არის აუცილებელი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ვითარდებოდა ამის გარეშეც, მთელი 12 წლის განმავლობაში და ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის მცხეთაში, ჩვენს საარჩევნო შეკრებაზე იმ მიღწევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. მაგალითად 28 მილიარდი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როცა ნაცმოძრაობამ დატოვა ხელისუფლება და დღეს უკვე არის მიღწეული თითქმის 90 მილიარდს. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევა. სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, შემოღებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური პაკეტის მოცულობა და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი მთელს ამ მიღწევებს.

რა თქმა უნდა, გარკვეული დაბრკოლება ყოველთვის ექმნება ქვეყანას, განვითარების პრობლემა, როდესაც გყავს არაჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად გესაუბრება ხან რიგგარეშე არჩევნებზე, ხან რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე და ა.შ. ეს არის სერიოზული პრობლემა. და მეორე, ზოგადად არის მნიშვნელოვანი ის, რომ სტაბილურობა გქონდეს დემოკრატიულ სისტემაში. თუ შენს ქვეყანაში ოპოზიციას წარმოადგენს უცხოური აგენტურა, რომელიც მუდმივად არის მომართული ომისკენ, ქვეყნის არევისკენ, რა თქმა უნდა რისკები მუდმივად იარსებებს. აქედან გამომდინარე სწორედ მომავლისთვის არის აუცილებელი, რომ გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“. რა თქმა უნდა, ქვეყანა ასეც და ისეც განაგრძობს განვითარებას მაგრამ იმისთვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება მუდმივი მუხრუჭის პირობებში და მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობდეს ქვეყანა, ეს პოლიტიკური ძალა უნდა გასამართლდეს სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერაბ.g ტყუის ქოჩორა პრემიერი! თუ გახარია იმიტომაა ნაცი, რომ "4 საკრებულოში ალიანსი აქვს ნაცებთან" იმ ოთხიდან ერთში რუსთავში ორიოდ თვის წინ გახარიელი თავ-რე გადააყენეს ქოცებმა და ნაცებმა და ერთობლივად აირჩიეს ნაცი თავ-რე; შესაბამისად რუსთავის საკრებულოში არის ნაცების და ქოცების ალიანსი ამ შემთხვევაში დადგება თუ არა ოცნების გაუქმების საკითხი? თუ არა, რატომ? თუ გახარია უნდა დაიხვრიტოს, როგორც ნაცი (ნაცთან ალიანსში მყოფი) იგივე რატომ არ უნდა ნიიღოს რუსთავში ნაცთან ალიანსში მყოფ ქოცებს??? თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ ამ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს 3 წევრი ქოცებმა 4 ნაცის ხმის დახმარებით მოახერხეს, გამოდის, რომ ოცნება ორჯერაა დასახვრეტი :)) სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრემიერი ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს; სამწუხაროა, თუ სულელია და კიდევ უფრო სამწუხაროა, თუ ჩვენ ვგონივართ სულელები
არის კიდევ ერთი - გახარია კოკაინშიკიაო დაყარა ხმები კობახიძემ 3 წლის წინ; რაც ვერ დადასტურდა და შეიძლება ამის ბოღმა აქვს ვითომ? მე როგორც ვილი გახარია წინააჭმდეგი არაა კობახიძემ პირადად აიღოს მისი სარდის ანალიზი ... მერე ეს შარდი კობახიძემ უნდა გამოიკვლიოს, უნდა შეინახოს!
3 თვის უკან