„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა

ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს,  -  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დღეის მდგომარეობით, საჭიროა ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენტიტეტის წინასწარ დათმობა. შესაბამისად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა რეკომენდაციები.

„დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება.
სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა ყბადაღებული 9 თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“.

შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება.“ -  აღნიშნულია განცხადებაში.

მერაბ.g ომში ჩართვა არ გვინდა, პედერასტების პროპაგანდა არ გვინდა, სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა ... და ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ სხვა რამ რომ შევთავაზოთ, ყოველი თვის ბოლოს? (იხ. მხ.ფ. "უძინართა მზე")
3 თვის უკან