გიორგი ვაშაძე: ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს

გიორგი ვაშაძე: ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს

ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის, ერთიანობის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.

„დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს. მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.

ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან, არამედ ილინოისის, ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, ნამდვილად თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზების და მსხვილი კომპანიების მოზიდვის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, ერთიანობის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

amo დემაგოგი
3 თვის უკან
მერაბ.g თქვე საცოდავო მეცოცხეებო, რავა ყოველ ფეხის ნაბიკზე ავლენთ თქვენს უჭკუობას და უვიცობას; ყველა ცოცხ-ტვ-ზე მიდის ქირქილი ივანიშვილის გამოსვლისას გამოყენებულ ტყვიაგაუმტარ შუშაზე ... რომ ასეთი რამ არ უნახავთ, რომ ოცნებას ეშინია ... თქვე ბოჩოლებო, სროლის შემდეგ დაცვამ ტრამპს აუკრძალა ტყვიაგაუმტარი შუშის გარეშე შეკრებებზე გამოსვლა! თვითონ ოვანიშვილის 2012 წელს რეგიონებში ხალხში გამოსვლისას ყოველთვის იყო გამოყენებული მსგავსი შუშა! რა არ გინახავთ, რა არ გაგიგონიათ ... თქვენ რომ ადამიანები იყოთ, ჰო, მაგრამ თქვენ ხომ ქუჩებში, ციხეებში ასობით ადამიანი დახვრიტეთ და მოგუდეთ, სხვები ზღვაში ჩაახრჩვეთ ...
ახლა ვაშაძეძე: ვინც შენ გელაპარაკება და კაცად მიაჩნიხარ, იმას არც ძალა აქვს და არც საინვესტიციო ფული - შენნაირი შარახვეტიაა!
3 თვის უკან
ლაზი სად უნახავს ერთი ამას ამერიკიდან მიტანილი სიკეთეები, რომელ ქვეყანაში. სამხრეთ კორეა არ გამოდგება საზოგადო მაგალითად და იქაც ამერიკის ხელისუფლებაა ყველაფრის განმსაზღვრელი. თვალსაჩინო მაგალითებია - იაპონია, ვიეტნამი, ერაყი, ლიბია, ავღანეთი, და ბევრი სხვა, თუნდაც უკრაინა.
3 თვის უკან
Gami უკეთური ნაბიჭვარი.for.ce-ის -- გაგეჭედათ ფაშინიანის სურათი? შეცვალეთ.
3 თვის უკან
ლაზი არ უყურებენ, ვითარცა ღმერთს, სახეგაბადრულები?! და ამათ ხელში აქ იქნება სუვერენიტეტი? მერე ნახეთ, ტაში კუკური.
3 თვის უკან