თამარ ჩიბურდანიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება”

თამარ ჩიბურდანიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება”

„შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მმართველი ძალა ე.წ. „ნეიტრალურ“ ამომრჩეველს ქვეყნის გადასარჩენად წელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩიბურდანიძე წერს, დღეს  მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ასრულდეს.

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ქართველი ხალხისთვის ერთგვარი გზამკვლევი, თუ  რატომ უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო გუნდს. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების შესახებ პუნქტობრივი ახსნა ცხადყოფს ხელისუფლების მისწრაფებას მშვიდობიანი, ერთიანი და განვითარებული საქართველოსკენ. მაგრამ ეს შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე. დღეს  მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ავისრულოთ.

„ქართული ოცნების” განცხადებაში ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა  ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საზოგადოება მიხვდება, რომ ხელისუფლებას მთელი ეს წლები დრო არ დაუკარგავს და სერიოზული სამუშაოებია ჩატარებული ჩვენი ერის ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. თუკი მთელი ეს წლები აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ოცნება იყო, დღეს ამ განცხადებაში მნიშვნელოვანი მინიშნებებია  შემოთავაზებული.

ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება. შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” -  წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მერაბ.g სადღაც წავიკითხე პატარა ტვინიანი პატარა ასოს ვიმნე იმედაშვილის ნაცოდვილარი, როთაც ის უკრაინელების კურსკში შესვლას ეხმაურება: "რომ არა ქოცური პოლიტიკა, ახლა როკი ჩვენს კონტროლქვეშ იქნებოდა სოჭი და დაგომისი კი ნეიტრალური ტერიტორიებიო" ანუ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა და ეს გზა სისხლით უნდა გაგვევლოო; ჯერ ერთი მთავარი სისულელე ისაა, რომ ასოს შედეგი ვერანაირად, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადგებოდა და მეორე - თუ ოსს და აფხაზს არ მოეწონონებოდათ ცალ ფეხზე მდგომთა გულისწადილი, ცეცხლით და მახვილით უნდა გადაგვევლო არა? შემოგზავნილია აბა რაა ეს გამზრდელმ...ი, უნდა გავრეკოთ და გავაუქმოთ ამათი პარპაში აბა რა!
3 თვის უკან
მერაბ.g შენ რომ ასეთი მახინჯი არ იყო და თუნდაც დეკანოიძის დონისა იყო, სააკაშვილი გაგჟიმავდა და მერე სადაც არ უნდა გაფრენილიყანი, მერე მიბრუნდებოდი და სააკაშვილისას დააჯდებოდი
3 თვის უკან
მერაბ.g იმ ქვაზე დახატული წითლიძის ნააზრევზე უნდა მიმეწერა
3 თვის უკან