დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით, - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიზში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი ამას დემოკრატიის განვითარების ეგიდით აკეთებს.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. და ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა.

ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას. ის უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. ის ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მერაბ.g ახალი არაფერი თქმულა, აშშ ან იარაღით შედის (ერაყი, იუგოსლავია, ლიბია,ავღანეთი...) ამ 'თეთრი ხელთათმანებით' ნედის მიერ დაფინანსებული ისეთი ასოების მავნებლური საქმიანობით, როგორიცაა გიგაური, ლომჯარია, დოლიძე, ჩხიკვაძე ...
3 თვის უკან
Gami "თეთრი ხელთათმანები" მალე უჭუჭყიანდებათ ხან რითი, ხან რითი...
3 თვის უკან