ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარობის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა ამ კუთხით არის სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ამ ნაკლოვანებებთან რაღაცნაირად დაპირისპირების საშუალებას

ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარობის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა ამ კუთხით არის სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ამ ნაკლოვანებებთან რაღაცნაირად დაპირისპირების საშუალებას

ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ჩანაცვლება მაჟორიტარის ინსტიტუტის, თუმცა გარკვეულწილად აღმოფხვრის იმ ნაკლოვანებას, რომელიც მაჟორიტარობის გაუქმებასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დელეგატებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, როგორ შეძლებენ დელეგატები ეფექტურად იმუშაონ, რომ თითოეულ რეგიონს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც მათ ინტერესებს გაიტანს.

„მიზანი არის სწორედ ის, რომ მაქსიმალურად მჭიდრო იყოს კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატებსა და ამომრჩეველს შორის. მაჟორიტარობის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა ამ კუთხით არის სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ამ ნაკლოვანებებთან რაღაცნაირად დაპირისპირების საშუალებას. კერძოდ, იქნებიან დელეგატები, რომლებიც უშუალოდ ჩაატარებენ კამპანიას ადგილებზე. ისინი პოლიტიკურად იქნებიან პასუხისმგებელი კამპანიის წარმართვაზე შესაბამის რეგიონში და შემდეგ როცა იქნებიან არჩეულები საქართველოს პარლამენტში, იქნებიან ასევე პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჰქონდეთ მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან. ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ჩანაცვლება მაჟორიტარის ინსტიტუტის, თუმცა გარკვეულწილად აღმოფხვრის იმ ნაკლოვანებას, რომელიც მაჟორიტარობის გაუქმებასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.

ლაზი არ არის ეს ზოგადად ცუდი იდეა, მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ საზოგადოებრივ ავტორიტეტებს ხელეწიფებათ.
არ ვიცი სხვა რეგიონებში რა ავტორიტეტებით სარგებლობენ დელეგატებად წარდგენილი სუბიექტები, მაგრამ იმერეთში, ზაზა ლომინაძის გარდა, ბევრი ვერაფერი არჩევანია.
დეტალური შეფასებებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ განსაკუთრებით, ბეჟან წაქაძის ფაქტორის არგამოყენება, თავის სამაჟორიტარო რაიონებში, დიდ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.
3 თვის უკან