შსს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ზურაბ გამეზარდაშვილი, წითელ ხიდზე მდებარე სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს სექტორ „ჯანდარა“-ს ეწვია. მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ზურაბ გამეზარდაშვილმა დაათვალიერა სექტორი, ადგილზე გაეცნო მესაზღვრეების საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს და 2014 წლის გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ შემდეგი წლის ბოლოსთვის ყველა სექტორის მშენებლობა და რემონტი დასრულდება და მესაზღვრეთა სამუშაო პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. ზურაბ გამეზარდაშვილმა მადლობა გადაუხადა თითეულ მესაზღვრეს გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა პროფესიულ წინსვლასა და პირად ცხოვრებაში.