უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უშიშროების საბჭოს სკანდალური ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ჩემი ქმარი <3
ომის დროს გორში ძველი ნისან სანით იარა, ბორბლები ძვრებოდა - მძღოლი ჩემთან მორბოდა და მეუბნებოდა, მანქანაში ჩაგვხოცავენ, 70-ით დადისო.
მერე ახალი მანქანა იყიდა სამსახურმა - Toyota-ს SUV, ოთხ ლიტრიანი ძრავის ნაცლად, ორ ლიტრიანი ძრავით. ნახევარი საათი უნდებოდა ერთი ტრაილერის გასწრებას თბილისი ბათუმის გზაზე. მიზეზი რომ ვკითხე - ეს ბევრად იაფი ღირდაო.
ყველა კომპიუტერი თავისი ფულით აქვს ნაყიდი. აქედან
ორი - მე ვაჩუქე ))", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დოკუმენტის ასლები გავრცელდა, რომელთა მიხედვით, უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის თანაშემწემ, გიორგი გუგუნავამ საბიუჯეტო თანხებით 1749 ლარის ღირებულების iphone და 335 ლარის ღირებულების კომპიუტერის ჩანთა შეიძინა.
კიდევ ერთი გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით კი, 2013 წლის 6 დეკემბერს ირინა იმერლიშვილის უწყებამ 78 000 ლარის ღირებულების Toyota LANDCRUISER L C150 (PRADO) შეიძინა.