ოლიმპიური თამაშების პერიოდი პარიზში მხოლოდ სპორტსმენებისთვის არ ყოფილა დაძაბული — რეპერი ტრევის სკოტი საკუთარ პირად მცველთან ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს.
33 წლის რეპერი პარიზის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში George V დღეს დილით დააკავეს. BBC-სა და NBC-ს ცნობით, მუსიკოსი სასტუმროს დაცვასაც დაესხა თავს, როცა ის რეპერისა და მისი პირადი მცველის გაშველებას ცდილობდა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ 2024 წლის 9 აგვისტოს სასტუმრო George V-ში რეპერი ტრევის სკოტის დასაკავებლად პოლიცია გამოიძახეს, რადგან მან სასტუმროს დაცვას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა," — განაცხადა პარიზის პროკურატურის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ კანონი ტრევის სკოტმა ივნისშიც დაარღვია. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რეპერი იახტაზე უკანონო შეჭრის მცდელობის გამო მაიამიში 20 ივნისს დააკავეს.
ტრევის სკოტი გრემის 10-გზის მფლობელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტია. რეპერს ყოფილ პარტნიორთან, კაილი ჯენერთან, ორი შვილი ჰყავს.