ჩიკაგოს ო’ჰარას აეროპორტში ბარგის კონვეიერის ლენტში მაშველებმა გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ჩიკაგოს ო’ჰარას აეროპორტში ბარგის კონვეიერის ლენტში მაშველებმა გარდაცვლილი ქალი იპოვეს

მაშველებმა ჩიკაგოს ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტის ბარგის არასაჯარო ზონაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. CNN-ის ცნობით, ქალი ბარგის დამუშავების მექანიზმებში იყო გაჭედილი.

ჩიკაგოს სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის ლარი ლენგფორდის განცხადებით, მაშველები აეროპორტში დილის 7:45 საათზე გამოიძახეს. მისი ინფორმაციით, ბარგის განყოფილებაში აღმოაჩინეს ქალი, რომელიც კონვეიერის ლენტში იყო ახლართული. აღნიშნული ზონა არ არის საჯარო და უცნობია, როგორ მოხვდა ქალი იქ.

პოლიცია იუწყება, რომ გარდაცვლილი 57 წლის იყო, თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდება.