მუსიკოს გია ბაღაშვილს თამადობა არაერთხელ უწევს. ერთხელაც შემთხვევით “შეცდომა” დაუშვა და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„ყოველთვის, როცა თამადობას ვიწყებ, სუფრის წევრებს სახელებით ვეცნობი. ხანდახან “შპარგალკასაც” ვიყენებ და ოჯახის წევრების სახელებს ვიწერ.
ერთ ქორწილში დროზე ადრე გავისტუმრე იმ ქვეყნად ნეფის ბებია. დავილოცე - ნათელში იყოს მისი სული-მეთქი.
ცოტა მოგვიანებით ჩემთან მოვიდა ერთი სანდომიანი სახის ჭაღარა ქალი. მომეფერა და წყენაც გამოთქვა, მკვდრად რატომ გამომაცხადეო.
ჩემი შეცდომა იმით გამოვასწორე, რომ იმავ წუთში ვადღეგრძელე ქართველი დედა, სწორედ მისი თამადობით”.