რამდენიმე ათეული წლის წინ, რუსთაველის თეატრში ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი, “ქუთათურები” დაიდგა. მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა.
ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად კულისებში მსახიობებიც უკრავდნენ ტაშს. ბატონი იპოლიტე სცენაზე ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრაც იშლებოდა. ლხინის სცენა დიდი აზარტით სრულდებოდა.
ერთხელაც დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად სპექტაკლზე ღვინო ჩაასხეს დოქებში. იპოლიტემ დააგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებდნენ დაამთავრეო. “აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ ბატონოო” - უპასუხა იპოლიტემ.
სასცენო ქეიფის დასრულების შემდეგ ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თეატრის გრიმიორი. გააცნო მაყურებელს. ამ ორიგინალური წარმოდგენის შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც თავი იმართლა, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო.