Netflix-მა სერიალ „კალმარის თამაშების“ მეორე სეზონის პრემიერის თარიღი გაავრცელა და თრეილერი გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, კორეული დრამის ახალი სეზონი ეკრანებზე 2024 წლის 26 დეკემბერს დაბრუნდება. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის მესამე, ფინალური სეზონიც იქნება, რომელიც სავარაუდოდ 2025 წელს გამოვა.
სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 3 წლის წინ გამოჩნდა და პრემიერიდან 17 დღეში Netflix-ის პლატფორმაზე 111 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამის შესახებ კომენტარი ჰვანგ დონგ-ჰიუკმაც გააკეთა. „კალმარის თამაშების პირველი სეზონის გადაღებების დაწყებას 12 წელი დასჭირდა, თუმცა მხოლოდ 12 დღე დასჭირდა იმას, რომ „კალმარის თამაშები“ ისტორიაში Netflix-ის ყველაზე ცნობილი სერიალი გამხდარიყო“,- განაცხადა ჯვანგ დონგ-ჰიუკმა.