ლოიდ ოსტინი: აშშ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების წინსვლით

ლოიდ ოსტინი: აშშ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების წინსვლით

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის წინსვლით უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას გააგრძელებს.

„მე მივესალმები იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ გაუძლებენ. უკრაინელები ძალიან შეუპოვარი ხალხია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.