ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სამხედროების შეფასებით, მხოლოდ ხუთი რაკეტა დაეშვა ისრაელის ტერიტორიაზე, თუმცა ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ათობით რაკეტა გაუშვა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით.
მანამდე ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
The New York Times-მა ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.