დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
სტანისლავსკის ქუჩის N9-ში არსებულ სივრცეში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარეობს მწვანე ნარგავების დარგვის პროცესი და უახლოეს პერიოდში საპარკე ფურნიტურა განთავსდება. პროექტის ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს.
მოსასვენებელ სივრცეში სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.