რობერტ დაუნი უმცროსი „მარველის“ სამყაროში ბრუნდება,- ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
59 წლის მსახიობი, რომელიც აქამდე „მარველის“ სამყაროში „რკინის კაცის“ როლს ასრულებდა, ამჯერად ეკრანებზე ახალი პერსონაჟით ბრუნდება. იგი ვიქტორ ვან დუმის როლს შეასრულებს.
ამის შესახებ „მარველმა“ ინფორმაცია საზოგადოებას სან-დიეგოს კომიკ-კონზე შეატყობინა.
რეჟისორმა ჯო რუსომ, კომიკ-კონზე პერსონაჟ ვან დუმის როლისთვის მსახიობის შერჩევის სირთულეებზე ისაუბრა, რის შემდეგაც, მან რობერ დაუნი უმცროსი წარადგინა.
„თუ გადავწყვიტეთ, რომ ეკრანებზე ვიქტორ ვან დუმი უნდა გამოგვეყვანა, გასათვალისწინებელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერსონაჟია კომიქსების ისტორიაში. შესაბამისად, მისი როლის შესასრულებლად მსოფლიოში საუკეთესო მსახიობი გვჭირდებოდა. „მარველის“ სამყაროს წარმოუდგენელი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, წარმოგიდგენთ ერთადერთ მსახიობს, ვინც ვან დუმის როლის შესრულებას შეძლებდა“, - განაცხადა რუსომ.
რუსოს გამოსვლის შემდეგ რობერტ დაუნი უმცროსმა, მაყურებლის წინაშე ვან დუმის ნიღაბი მოიხსნა და ხალხს დაენახა. „ახალი ნიღაბი, იგივე მისია“,- განაცხადა რობერტ დაუნიმ.