ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი კვლავ ერთ ფილმში - „მგლებში“ ითამაშებენ. სურათიდან ახალი კადრი ჟურნალმა Empire გამოაქვეყნა, რომელთანაც ინტერვიუში ფილმის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა ჯონ უოტსმა განაცხადა, რომ მთავარი გმირები სპეციალურად ამ მსახიობებზე გათვლით დაწერა.
კომედიაში პიტი და კლუნი კრიმინალური სამყაროს „დამლაგებლებს“ ასახიერებენ, რომლებსაც ერთად უწევთ მუშაობა. ეს მსახიობების პირველი საერთო ნამუშევარია ბოლო 16 წლის განმავლობაში.
„მგლები“ ეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა.