ვის ეკრძალება კვერცხის ჭამა

ვის ეკრძალება კვერცხის ჭამა

კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ მასში ბევრია სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც. კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, ოღონდ, ძალიან მცირე რაოდენობით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კომპენსირდება.

ცხიმები ცილაში არ არსებობს, კვერცხის გულში კი, მხოლოდ ერთი გრამია.

კვერცხი 75 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, ის სრულიად უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია. დღეში, შეგიძლიათ, ერთი ან ორი კვერცხი მიირთვათ.

კვერცხის ჭამას უნდა მოერიდონ დიაბეტიანი ადამიანები, რადგან მათ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა შეცვლილია და ანტიქოლესტერინის დამცველი მექანიზმი ცუდად მუშაობს.

უმი კვერცხი პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს და ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა სასარგებლო.