„ძალაუფლების ბეჭდების“ მეორე სეზონის პირველი თრეილერი გამოვიდა

„ძალაუფლების ბეჭდების“ მეორე სეზონის პირველი თრეილერი გამოვიდა

Prime Video-მ ComicCon-ზე სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ მეორე სეზონის პირველი თრეილერი აჩვენა. შოუს პრემიერა 29 აგვისტოს შედგება.

სერიალის ახალი ნაწილი საურონის დაბრუნებისადმი არის მიძღვნილი, რომელსაც ძალების აღდგენა და ძალაუფლების ბეჭდების შექმნის გაკონტროლება მოუწევს, რომელთა მეშვეობითაც ის შუახმელეთის ხალხების დამორჩილებას აპირებს.

ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად წოდებული შოუს პრემიერა 2022 წელს შედგა. მის საშუალო რეიტინგი iMDb-ზე 6,9 ქულაა.

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებულ. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება.

სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, პიტერ მულანი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.