მსახიობები რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ რადგან ფილმის „დედპული და ვულვერინი“ თიზერი, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ, 24 საათში ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა.
თიზერის პრემიერა სუპერბოულზე შედგა და 11-12 თებერვალს მას მსოფლიოს მასშტაბით 365 მილიონი ნახვა ჰქონდა.
ფილმის პრემიერა 25 ივლისს შედგა. ეს Marvel-ის პირველი სურათია, რომის რეიტინგიცაა „მხოლოდ ზრდასრულებისთვის“.