2024 წლის TikTok Book Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, TikTok Book Awards-ის შორთლისტი ლიტერატურისა და მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, თუმცა გამარჯვებულები თვითონ პლატფორმის მომხმარებლებმა გამოავლინეს. ხმის მიცემაში 82 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლის წიგნად TikTok-ერებმა ლისა ჯეველის „ამაში სიმართლე არაფერია“, წლის საერთაშორისო წიგნის ნომინაციაში ამერიკელი ავტორის, რებეკა იაროსის „მეოთხე ფრთა“ დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა. წიგნების მოყვარულები TikTok-ს აქტიურად იყენებენ რეკომენდაციების გასაცემად და პოპულარულ წიგნებზე საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. დაჯილდოების ცერემონია წელს მეორედ იმართება.