ირაკლი კობახიძე: მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი

ირაკლი კობახიძე: მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი

მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი, - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს ფიზიკურად იმყოფებიან უკრაინაში.

„ეს ყველაფერი არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის სახელმწიფო, რა თმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. ამის მიღმაც, მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.

ხაზი მინდა, გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, აქედან გამომდინარე ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი. ჩემს მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ ის ყო ზოგადი შინაარსის. შესაბამისად, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან.

რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირველ რიგში სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.