დავით მათიკაშვილი ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანებაზე: ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე

დავით მათიკაშვილი ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანებაზე: ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე

ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკური მორალის არმქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ, დღეს კი რაღაც დიდი პოლიტიკური ქორწინების შესახებ გამოაცხადეს, - ასე ეხმაურება დავით მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოსთან“ გაერთიანებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებიან.

„ძალიან დიდი პოლიტიკური შენაძენია ახლა „ლელოსთვის“ ალეკო ელისაშვილი, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილისთვის „ლელო“.

პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, გაერთიანდებიან თუ პირიქით, ცალკე გააგრძელებენ ანტიქართულ და ანტიეროვნულ საქმიანობას, ეს საბოლოოდ ვერ შეცვლის იმ შედეგს, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება - ისინი ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდებიან ქართველი ხალხისგან“, - აცხადებს მათიკაშვილი.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა.