არესტოვიჩი: უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი

არესტოვიჩი: უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი.

„მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ ბედს. ეს პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობებში. ჩვენ შეიძლება უამრავი რამ გვინდოდეს, შეგვიძლია შევქმნათ 250-გვერდიანი კონსტიტუცია, სადაც მხოლოდ ნატო ეწერება. რა შეიცვლება ამით? არაფერი“, - განაცხადა მან.

არესტოვიჩმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესწევს ძალა შეაჩეროს ომი, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მასთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გააფორმებს. „საჭიროა ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც უკრაინის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, მაგალითად უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი“, - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.