ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაზღვეული იყოს ნებისმიერ საფრთხე, რაც საქართველოს პოლიტიკაში და, მით უმეტეს, არჩევნებში უკანონო ჩარევას ეხება

ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაზღვეული იყოს ნებისმიერ საფრთხე, რაც საქართველოს პოლიტიკაში და, მით უმეტეს, არჩევნებში უკანონო ჩარევას ეხება

ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ნებისმიერი გამოწვევა და საფრთხე, რაც საქართველოს პოლიტიკაში და, მით უმეტეს, არჩევნებში უკანონო ჩარევას ეხება, იყოს დაზღვეული და ამაზე პრევენცია იყოს მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩარევა ჩრდილოეთიდან იქნება, სამხრეთიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან.

„საქართველოს მოქალაქეების გარდა, პროცესებში არავინ უნდა ერეოდეს და პროვოცირებდეს. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე დაცული იყოს გარე ზეგავლენებისგან და თავისუფლად იღებდეს საკუთარ გადაწყვეტილებას. გამოცდილება რასაც გვაჩვენებს, რუსეთი ერევა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რადგან 2003 წელს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდა, ეს იყო რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით და ხელდასმით, რადგან იმ არეულობის ჟამს ჩამოსული იყო მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციებზე მათ მხარდასაჭერად გამოდიოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში სტაბილური ვითარება არ ყოფილიყო და ეს ჩარევა თუ იქნება, ამის აღსაკვეთად მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ ეს იქნება დესტრუქციისთვის, რადგან მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ყველას უადვილდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.