ემინემის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა

ემინემის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა

ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady (Coup de Grâce) Billboard 200-ის სათავეში მოექცა და ლიდერობა ჩამოართვა ტეილორ სვიფტის რელიზს The Tortured Poets Department. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გამოცემის ინფორმაციით, სვიფტის ალბომი ჩარტში 12 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა 12 ივლისს გამოშვებული ემინემის ალბომი აშშ-ში 281 ათასჯერ შეიძინეს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2024 წელს გამოსულ რეპ-ალბომებს შორის. ამასთან, რელიზი 220 მილიონჯერ მოუსმინეს და მას 114 ათასი ონლაინ-ჩამოტვირთვა აქვს.

ემინემის ალბომი Billboard 200-ის სათავეში უკვე მეთერთმეტედ მოხვდა.